მოგესალმებით ყველას,
ბოლო 15 წლის განმავლობაში NetGamer-ს ჰქონდა ბევრი წინსვლაც და ჩავარდნაც. წლების განმავლობაში ჩვენ ვიყავით ერთერთი გამორჩეული ადგილი კომპიუტერული სპორტისა და კომპიუტერული თამაშების მოყვარულებისათვის.
თუმცა დადგა ურთულესი გადაწყვეტილების მიღების დრო... სამწუხაროდ NetGamer-ის ფორუმი დღეიდან იხურება.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ ფორუმის წევრს NetGamer-ის მხარდაჭერისა და აქტივობისათვის.
განსაკუთრებით ქედს ვიხრი ყველა იმ ადმინისა, მოდერატორისა და აქტიურეი წევრების წინაშე რომლებიც წლების განმავლობაში აცოცხლებდნენ და უვლიდნენ ფორუმს და ვისაც დღემდე გული შესტკივა NetGamer-ზე.
NetGamer-ის 15 წელი თქვენი დამსახურებაა!
ბევრი თქვენთაგანისთვის NetGamer იყო კომუნიკაციის საშუალება, ამიტომაც ვისაც გსურთ ურთიერთობების შენარჩუნება გთავაზობთ საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლას და საუბრის გაგრძელებას NetGamer-ის Facebook-ის ჯგუფში

კიდევ ერთხელ მადლობა ერთად გატარებული დროისათვის,
გისურვებთ წარმატებებს!

So Long, and Thanks for All the Fish
CZealot